Tuesday, December 23, 2014

რა არის მოდა

მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.  
  ფართო მნიშნველობით, მოდა მხოლოდ ჩაცმის მანერა არაა. იგი ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროს გულისხმობს.  ეს შეიძლება იყოს – გავრცელებული შეხედულებები, რწმენა ან მისი წარმოების საშუალებები, პროფესიები და თვით ადამიანებიც კი. მოდას ახასიათებს: მასობრიობა, პოპულარობა, საყოველთაოდ აღიარება და, რათქმაუნდა, ცვალებადობა ანუ არამუდმივობა. რეკლამის სამყარო და მოდის სამყარო არა მხოლოდ ეხებიან ერთმანეთს, არამე ფსიქოლოგიური ზემოქმედების საერთო ველსაც ქმნიან – რაც მოდურია, რეკლამირებული ხდება, ხოლო რეკლამირებული – მოდური. მოდაში დიდი როლი უჭირავს რეკლამას.
  
უმრავლესობა მიდის მოდურ და ძივრადღირებულიან მაღაზიებში და ყიდულობს ზუსტად იგივე პროდუქციას რაც ბაზრობებზე 3–ჯერ ან 5–ჯერ უფრო ძვირად. კი ვაღიარებ, რომ ზოგიერთ მაღაზიაში, მართლაც ნამდვილი ბრენდები და ხარისხიანი პროდუქცია იყიდება, მაგრამ, ძირითად  შემთვევაში, მაინც იგივე ხარისხია, რაც ბაზრობებზე.

ახალგაზრდობის უმრავლესობა იცვამს მოდურ ტანსაცმელს უბრალოდ იმისათვის, რომ ცოტათი მაინც შეეხოს „ფეშენ“ სამყაროს. ამ დროს უხდება ამ ადამიანს ეს ტანსაცმელი თუ არა მეორეხარიხოვანი საკითხია.